უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „დაცემა“ „ერთ დღეს გარდაუვალი“ იქნება.
მინისტრმა Facebook-ში დაწერა, რომ ერთ წელზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში რუსეთის სამი საერთაშორისო მოკავშირე - სირია, ვენესუელა და ირანი სერიოზულ რყევებს შეეჯახა.
„ასადი, მადურო და ახლა უკვე ხამენეი,“ — აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, ჩამოგდებული პოლიტიკოსების „ჯაჭვური რეაქცია“ უნდა გაგრძელდეს.
თავის მხრივ, უკრაინის ოფიციალურ ანგარიშზე სოციალურ ქსელ X-ში, ხამენეის დაღუპვის შემდეგ გამოქვეყნდა პოსტი შემდეგი ტექსტით: „არაფერი შეედრება დიქტატორის სიკვდილს“.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა აშშ-ის იერიშებს ირანზე და „სამართლიან გადაწყვეტილებად“ შეაფასა „ირანელი ხალხისთვის ტერორისტული რეჟიმისგან გათავისუფლების შანსის მიცემა“. ამასთან, მან მოუწოდა, არ მოხდეს კონფლიქტის გაფართოება და „რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული“.