ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

01.03.26 19:20
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ინფორმაციით, აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ ოთხი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. ინფორმაციას BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აბრაამ ლინკოლნი“ Nimitz-ის კლასის ავიამზიდია, რომლის ბორტზეც განთავსებულია სტელსის სისტემის F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავები. მისი დამრტყმელი ჯგუფი მოიცავს სამ გამანადგურებელს Tomahawk-ის რაკეტებით და, როგორც წესი, ბირთვულ წყალქვეშა ნავს.

BBC Verify-ის მიერ გადამოწმებული თანამგზავრული ფოტოებით, ავიამზიდი 15 თებერვალს ომანის სანაპიროსთან დაფიქსირდა.

ამ დროისთვის აშშ ირანის განცხადებას ოფიციალურად არ გამოხმაურებია.

მსგავსი სიახლეები