ირანი აშშ-თან მოლაპარაკებას არ დაიწყებს - ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი

02.03.26 10:13
ირანი აშშ-თან მოლაპარაკებას არ დაიწყებს - ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის განცხადებით, ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.

„დონალდ ტრამპმა რეგიონი ქაოსში ჩააგდო თავისი ცრუ იმედებით და ახლა ამერიკელი ჯარისკაცების მოსალოდნელი დანაკარგებით შეშფოთებულია. თავისი ბოდვითი ქმედებებით, მან თავისივე შექმნილი სლოგანი „ამერიკა პირველ რიგში“ გადააქცია სლოგანად – „ისრაელი პირველ რიგში“ და ამერიკელი ჯარისკაცები ისრაელის ძალაუფლებისკენ სწრაფვას შესწირა“, – აღნიშნა ლარიჯანმა.

ლარიჯანიმ, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება, კომენტარი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა. გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანი შეერთებულ შტატებს შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა და მოლაპარაკებების განახლება სთხოვა.

მსგავსი სიახლეები