სენატორმა გრემმა დაასახელა ქვეყანა, რომელიც აშშ-ის შემდეგი სამიზნე გახდება

02.03.26 10:22
სენატორმა გრემმა დაასახელა ქვეყანა, რომელიც აშშ-ის შემდეგი სამიზნე გახდება

აშშ-ის ხელისუფლებისთვის მომდევნო ამოცანა კუბაში არსებული ვითარების შეცვლა იქნება - ასეთი განცხადება სენატორმა ლინდსი გრემმა Fox News-ის ეთერში გააკეთა.

„შემდეგი რიგში კუბაა. მათი რეჟიმი დაეცემა. მათი დღეები დათვლილია. ირანის რეჟიმი თითქმის იშლება. ხომალდის კაპიტანი, აიათოლა, ქვასავით მკვდარია,“ — განაცხადა სენატორმა გრემმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და იმ ქვეყნებს ტარიფების დაწესებით დაემუქრა, რომლებიც კუბის რეჟიმს ნავთობს აწვდიან. ტრამპი ამტკიცებდა, რომ კუბის ხელისუფლება „თანამშრომლობს მრავალ მტრულ ქვეყანასთან“, მათ სამხედრო და სადაზვერვო ობიექტებს საკუთარ ტერიტორიაზე განათავსებს.

8 იანვარს კუბის მთავრობამ უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელებმა ვენესუელელი დიქტატორი ნიკოლას მადურო გაიტაცეს. კუბის მოსახლეობა შეშინებულია, თუმცა ბევრია ისეთი, ვინც იმედოვნებს, რომ დიქტატურა მათ ქვეყანაშიც დამხობილი იქნება.

25 თებერვალს კუბელმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს ამერიკულ კატერზე, რომელიც, მათი თქმით, კუბის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა. კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი სიჩქარის კატერი აშშ-ის დროშით ელ-პინოს არხის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 საზღვაო მილზე მიუახლოვდა.

მსგავსი სიახლეები