სტარმერი: ირანზე თავდაცვითი იერიშებისთვის UK აშშ-ს თავისი ბაზების გამოყენების ნებას დართავს

02.03.26 13:48
სტარმერი: ირანზე თავდაცვითი იერიშებისთვის UK აშშ-ს თავისი ბაზების გამოყენების ნებას დართავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა დააკმაყოფილა აშშ-ის თხოვნა და მის სამხედრო ბაზებს ამერიკა გამოიყენებს ირანის სარაკეტო ობიექტებზე „თავდაცვითი“ დარტყმებისთვის.

სტარმერის თქმით, ლონდონი უშუალოდ არ მონაწილეობდა ირანზე თავდაპირველ იერიშებში და არც მომავალში ჩაერთვება „შეტევით ოპერაციებში“. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მოკავშირეების „კოლექტიური თავდაცვისა“ და ბრიტანელი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღო, და დასძინა, რომ ქვეყანამ „ერაყის შეცდომებიდან“ გაკვეთილი ისწავლა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანული დრონების მოგერიებაში ბრიტანელი და უკრაინელი სპეციალისტები დაეხმარებიან.

ამ ფონზე, კვიპროსის მედიამ დაადასტურა, რომ კუნძულზე მდებარე ბრიტანულ ავიაბაზაზე დრონით იერიში განხორციელდა. Cyprus Mail-ის ინფორმაციით, თავდასხმა მცირე ზომის დრონით მოხდა და „მცირე დაზიანება“ გამოიწვია. სამხედროებს განმეორებითი დარტყმების შესაძლებლობის შესახებაც გააფრთხილეს.

დაუდასტურებელი ცნობებით, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო Shahed-136-ის ტიპის დრონი. მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილმა განაცხადა, რომ ირანმა კვიპროსის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლა, თუმცა, მისი თქმით, სავარაუდო სამიზნე თავად კვიპროსი არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები