მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან - პესკოვი

02.03.26 14:37
მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან - პესკოვი

მოსკოვი ირანში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება და თეირანის ხელმძღვანელობასთან კავშირს ინარჩუნებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან და განვიხილავთ ამ ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ კრემლი სიტუაციას დეტალურად აანალიზებს და საკუთარ პოზიციას შესაბამისი შეფასებების საფუძველზე აყალიბებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაანალიზებთ სიტუაციას და ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა დასკვნები გააკეთა მოსკოვმა ვაშინგტონის მიერ თეირანის წინააღმდეგ ომის გზის არჩევის შემდეგ.