ირანში ბირთვული ობიექტების დაზიანების ნიშნები არ ფიქსირდება - რაფაელ გროსი

02.03.26 14:40
ირანში ბირთვული ობიექტების დაზიანების ნიშნები არ ფიქსირდება - რაფაელ გროსი

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანდა.

მისი თქმით, სააგენტო ცდილობს ირანის ბირთვულ მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებას, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია და იმედს გამოთქვამს, რომ კომუნიკაცია მალე აღდგება.

„ირანის ბირთვული ენერგიის მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირების მცდელობები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ვიმედოვნებთ, რომ ეს აუცილებელი კომუნიკაციის არხი რაც შეიძლება მალე აღდგება“, - განაცხადა გროსიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს საგანგებო სესიაზე.

გროსმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია და მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია.