ქუვეითში აშშ-ს სამი ავიაგამანადგურებელი მეგობრული ცეცხლის გამო ჩამოვარდა – CENTCOM
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა, რომ ქუვეითში სამი F-15E ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებელი „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად ჩამოვარდა.
სარდლობის განცხადებით, აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე — ირანიდან განხორციელებული საჰაერო, სარაკეტო და დრონული თავდასხმების დროს ქუვეითის საჰაერო თავდაცვამ შეცდომით ამერიკული თვითმფრინავები ჩამოაგდო.
CENTCOM-ის ინფორმაციით, ექვსივე პილოტმა უსაფრთხოდ მოახერხა კატაპულტირება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ქუვეითმა ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო.
მანამდე ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ 2 მარტს „რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა“. სოციალურ მედიაში გავრცელდა შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც.