ისრაელის თავდაცვის ძალები: ლიკვიდირებულები არიან ირანელი მაღალჩინოსნები
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოკლულია ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე ისრაელის საკითხებში საიდ იაჰია ჰამიდი და ასევე, დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშობის განყოფილების უფროსი ჯალალ პურ ჰოსეინი, რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.
ლიკვიდირების დეტალები არ ხმაურდება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ იმასაც, რომ ცოტახნის წინ თეირანში ირანის დაზვერვის სამინისტროს შტაბ-ბინას დაარტყეს.