კირ სტარმერით ძალიან იმედგაცრუებული ვარ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერიით, რომელმაც თავდაპირველად არ დაუშვა დიეგო-გარსიას ბაზის გამოყენება ირანზე დარტყმებისთვის.
The Telegraph-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ასეთი უარი ორ ქვეყანას შორის უჩვეულო იყო და სტარმერს გადაწყვეტილების შეცვლას დიდი დრო დასჭირდა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი „კანონიერებაზე ღელავდა“, მაშინ როცა ირანი, ტრამპის შეფასებით, პასუხისმგებელია მძიმე თავდასხმებზე.
„ეს ალბათ არასდროს მომხდარა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, ის კანონიერებაზე ღელავდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
დავა დიეგო-გარსიას ირგვლივ ჩაგოსის კუნძულების სტატუსსაც უკავშირდებოდა. საბოლოოდ, ლონდონი დათმობაზე წავიდა და აშშ-ს ბაზის გამოყენების ნებართვა მისცა, თუმცა „კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის“.