განადგურებულია 600-ზე მეტი სამიზნე, მოკლულია 48 მაღალჩინოსანი - ბოლო ცნობები ირანიდან
ამერიკის და ისრაელის სპეცოპერაცია წინ დაგეგმილზე სწრაფად მიდის - ორი კვირის ნაცლად, ორი დღე აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო სარდლობა ჩამოშლილიყო. ორ დღეში 48 ლიდერი მოკვდა. დღეს კი ისრაელის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ლიკვიდირებულია ირანის რეჟიმის დაზვერვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის ჯაშუშობის განყოფილების უფროსი.
თეირანი დილიდან ცეცხლის კვამლშია გახვეული. ისრაელის ავიაციამ დაბომბა სადაზვერვო ბაზები და სასამართლოს შენობები. ააფეთქეს რეჟიმის პოლიციის განყოფილებები. მხოლოდ ერთ ქალაქში ჯამში 10 სამიზნე განადგურდა. აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის გამო, რეჟიმი ჩამოშლის ზღვარზეა. ამიტომ სასწრაფოდ აირჩიეს დროებითი მმართველი და ახალი მეთაური დაუნიშნეს რევოლუციის გუშაგთა კორპუსსაც. ირანი ახლა შურისძიებით იმუქრება. ამბობენ, რომ აიათოლას მკვლელობის გამო, მათი სამიზნე ამერიკული ბაზები იქნება.
ამერიკული ბაზების ნაცვლად ირანული დრონები და რაკეტები მეზობელ ქვეყნებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხვდება. ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ცენტრზე. საქმე საუდი არამაკოს ეხება, რომელიც მსოფლიოშიო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. კატარში დაბომბეს თხევადი და ბუნებრივი აირის საწარმო. ამ ფაქტის გამო, ობიექტზე მუშაობა შეჩერებულია. არადა ამ საწარმოს მეშვეობით ევროპაც მარაგდებოდა, ამიტომ დიდი ალბათობით თუ ობიექტმა მუშაობა მალე ან განაახლა, ბუნებრივ აირზე ფასი გაიზრდება. კატარში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ ექნებათ საპასუხო ზომებიც. ირანმა იერიში მიიტანა ქუვეითზეც. მათი სამიზნე ამერიკის საელჩო აღმოჩნდა.