"ირანის რეჟიმის 49 ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი ლიკვიდირებულია" - თეთრი სახლის პრესსპიკერი

02.03.26 23:34
"ირანის რეჟიმის 49 ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი ლიკვიდირებულია" - თეთრი სახლის პრესსპიკერი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ლიდერი უკვე ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს

მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს ირანის სასტიკი თავდასხმები დასრულდება.

...ამ რადიკალური რეჟიმისა და მისი ტერორისტული ლიდერების ამერიკისა და ჩვენი ძირითადი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაშინების თავიდან აცილება მკაფიო და აუცილებელი მიზანია.

ტერორისტების მოკვლა კარგია ამერიკისთვის. ირანის რეჟიმის 49 ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი, მათ შორის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, ოპერაცია "ეპიკური მძვინვარების" პირველი დარტყმების შედეგად უკვე ლიკვიდირებულია...

47 წლის განმავლობაში ირანის რეჟიმი აქტიურად ხელს უწყობდა ამერიკელების მკვლელობას, თანაც სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“ და აფინანსებდა ტერორისტებს, რომლებიც ცდილობენ აშშ და სრულიად დასავლური ცივილიზაცია გაანადგურონ. წინა ამერიკელი ლიდერები ზედმეტად სუსტები იყვნენ, რომ რამე გაეკეთებინათ. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს მათი სასტიკი თავდასხმები დასრულდება.

ამერიკა გაიმარჯვებს - ტერორისტები დამარცხდებიან," - წერს თეთრი სახლის პრესსპიკერი.

მსგავსი სიახლეები