მალე გაიგებთ, რა იქნება პასუხი - ტრამპი ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაზე
NewsNation-თან საუბრისას, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მალე გავიგებთ“, თუ როგორი იქნება ამერიკის საპასუხო რეაქცია ირანის მიერ საუდის არაბეთში, ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმასა და ქუვეითში ამერიკელი სამხედროების მკვლელობაზე.
„მალე გაიგებთ (რა იქნება პასუხი)“, - განუცხადა ტრამპმა NewsNation-ს.
- საუდის არაბეთში, აშშ-ის საელჩოზე ორი ირანული დრონით თავდასხმა განხორციელდა.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მან „შეზღუდული ხანძარი და მცირე მატერიალური ზიანი“ გამოიწვია.
მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ რეგიონში „ამერიკული პოლიტიკური ცენტრების“ განადგურების მცდელობები დაიწყეს.