ტრამპი განმარტავს, რატომ იყო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია აუცილებელი
აშშ ირანში ფართომასშტაბიან საბრძოლო ოპერაციას აგრძელებს - როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, ის 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან „რეჟიმის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა სწრაფად ვითარდებოდა და ამერიკისთვის კოლოსალურ საფრთხეს წარმოადგენდა.
რეჟიმს უკვე ჰქონდა რაკეტები, რომლითაც ევროპასა და ჩვენს ბაზებზე დარტყმას შეძლებდნენ. მათ მალე ექნებოდათ რაკეტები, რომლებიც ჩვენს ულამაზეს ამერიკამდე მოაღწევდნენ - განაცხადა ტრამპმა.
ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება. თუმცა, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ, გრაფიკით წინ ვართ. პირველ რიგში, ჩვენ ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს ვანადგურებთ. მეორე - ჩვენ მათ საზღვაო ფლოტს ვანადგურებთ. მესამე - უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. და ბოლოს - უზრუნველვყოფთ, რომ ირანმა ტერორისტული დაჯგუფებების შეიარაღება და დაფინანსება ვეღარ შეძლოს. აშშ ირანში ფართომასშტაბიან საბრძოლო ოპერაციას აგრძელებს. ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან „რეჟიმის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა სწრაფად ვითარდებოდა და ამერიკისთვის კოლოსალურ საფრთხეს წარმოადგენდა.რეჟიმს უკვე ჰქონდა რაკეტები, რომლითაც ევროპასა და ჩვენს ბაზებზე დარტყმას შეძლებდნენ. მათ მალე ექნებოდათ რაკეტები, რომლებიც ჩვენს ულამაზეს ამერიკამდე მოაღწევდნენ. „ეს დარტყმისთვის ჩვენი ბოლო საუკეთესო შანსი იყო", - განაცხადა ტრამპმა.