ნეთანიაჰუ: ირანი აშენებდა ბუნკერებს, რომელიც მათ ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს იმუნურს გახდიდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუ განმარტავს, რატომ იყო ირანზე თავდასხმა "სასწრაფოდ აუცილებელი" - როგორც ნეთანიაჰუ ამბობს. ირანი აშენებდა ბუნკერებს, რომელიც მათ ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს იმუნურს გახდიდა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახლავე არ იმოქმედებდნენ, მომავალში არანაირი ქმედება აღარ იქნებოდა შესაძლებელი.
ახლავე უნდა გვემოქმედა, რადგან მას შემდეგ, რაც დავაზიანეთ მათი ბირთვული ობიექტები და მათი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, მათ დაიწყეს ახალი ობიექტების, მიწისქვეშა ბუნკერების მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში მათ ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ატომური ბომბის პროგრამას იმუნურს გახდიდა. იმ შემთხვევაში, თუ ახლავე არ ვიმოქმედებდით მომავალში არანაირი ქმედება აღარ იქნებოდა შესაძლებელი", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.