აბას არაღჩი: აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო და ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც "აღიარა".
ბატონმა რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით: აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო და ე.წ ირანული საფრთხე არასოდეს არსებულა. ამრიგად, როგორც ამერიკული, ასევე ირანული სისხლის დაღვრა ისრაელი უპირველეს ყოვლისა მომხრეების კისერზეა. ამერიკელი ხალხი უკეთესს იმსახურებს და უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ისრაელის მტკიცე გადაწყვეტილებამ, დაერტყა ირანისთვის და ირანის მხრიდან აშშ-ის ჯარებზე მოსალოდნელმა საპასუხო რეაგირებამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აიძულა, პრევენციული დარტყმები განეხორციელებინა.
“ვიცოდით, რომ ისრაელის მხრიდან მოქმედება იქნებოდა. ვიცოდით, რომ ეს ამერიკულ ძალებზე თავდასხმას გამოიწვევდა და ვიცოდით, რომ თუ დარტყმების დაწყებამდე წინასწარ არ ვიმოქმედებდით, უფრო მეტ დანაკარგს მივიღებდით“, - აღნიშნა რუბიომ.