აშშ-მა ქუვეითში საელჩო დროებით დახურა
ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა - ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს.
რეგიონული დაძაბულობის გამო, ქუვეითში აშშ-ის საელჩო დაიკეტება შემდგომ შეტყობინებამდე. ჩვენ გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში X-ზე.
შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამთავრობო პერსონალის და მათი ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია იორდანიაში, ბაჰრეინში, ერაყში, კატარსა და ქუვეითში.
ირანი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზები არიან განლაგებული. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ომის „ყველაზე დიდი სიურპრიზი“ რეგიონში არაბულ ქვეყნებზე ირანის თავდასხმები იყო.
ბოლო დღეებში ათასობით საერთაშორისო რეისი გაუქმდა და ზოგიერთი აეროპორტი კვლავ დაკეტილია.