ისრაელმა ლიბანის სიღრმეში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

03.03.26 11:59
ისრაელმა ლიბანის სიღრმეში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელმა ლიბანის სიღრმეში  სახმელეთო ოპერაცია დაიწყო - ისრაელის არმიის თქმით, დანაყოფები სამხრეთ ლიბანში „რამდენიმე ლოკაციაზე“ განალაგეს.

„ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისინი დაიკავებენ სტრატეგიულ პოზიციებს ებრაულ ქალაქებზე შეტევების პრევენციის მიზნით.

„მიეცით ისრაელის თავდაცვის ძალებს უფლებამოსილება, წინ წავიდნენ და დაიკავონ ლიბანში დამატებითი სტრატეგიული ტერიტორიები, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის სასაზღვრო თემებზე ცეცხლის გახსნა“.- აცხადებს ისრაელ კაცი. 

  • ლიბანური მედიის ცნობით, ლიბანის არმიამ უკვე დატოვა სასაზღვრო პოზიციები ქვეყნის სამხრეთით ისრაელის ნაბიჯის მოლოდინში.
  • ორშაბათს, IDF-მ სამხრეთ ლიბანის 50-ზე მეტ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, დაეტოვებინათ ტერიტორია.

ისრაელის ახალი სახმელეთო შეტევა „ლიბანის სტრატეგიულ რაიონებში“ ლიბანის სუვერენიტეტისა და 2024 წელს აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის ახალი დარტყმაა, რომელიც ისრაელსა და ლიბანის შეიარაღებულ დაჯგუფებას, ჰეზბოლას, შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ისახავდა მიზნად. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ხაზს უსვამენ, რომ მათი მიზანი არ არის ახალი სახმელეთო შეჭრა, არამედ ჩრდილოეთ ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის უკეთ დაცვა.