ტრამპი არ მისცემს თავის ქვეყანას ომში ჩაბმის უფლებას, თუ არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აანონსებს, რომ სამხედრო ოპერაცია ირანში მრავალწლიანი არ იქნება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რეჟიმი არ განიარაღდება.
"ტრამპი არ მისცემს თავის ქვეყანას ომში ჩაბმის უფლებას, თუ არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა" - განაცხადა ვენსიმ "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში.
გამორიცხულია, ტრამპმა დაუშვას, რომ ეს ქვეყანა ჩაებას მრავალწლიან კონფლიქტში, რომელსაც არ აქვს არც ხილული დასასრული და არც მკაფიო მიზანი. ტრამპი იმით განსხვავდება, რომ ის არ მისცემს თავის ქვეყანას ომში ჩაბმის უფლებას, თუ არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა. მან ეს ამოცანა ასე განსაზღვრა: ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მან უნდა აიღოს გრძელვადიანი ვალდებულება, რომ არასოდეს შეეცდება ბირთვული პოტენციალის აღდგენას.
ეს სრულიად ნათელია. ეს სრულიად მარტივია,სანამ ჩვენ მივაღწევთ ტრამპის მიზანს — ნათელი გავხადოთ, რომ ირანი ბომბს ვერ შექმნის — ვფიქრობ, ტრამპი კმაყოფილი იქნება შედეგით.
რა ბედიც არ უნდა ეწიოს ირანის რეჟიმს ამა თუ იმ ფორმით, ეს მეორეხარისხოვანია ტრამპის მთავარ მიზანთან შედარებით - რაც გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა არ შექმნას ბირთვული ბომბი“. - განაცხადა ვენსმა.
დილიდან ისრაელის და აშშ-ს ავიაცია თეირანში გუშაგთა კორპუსის სამხედრო ობიექტებს ბომბავს. პარალელურად იბომბება ლიბანის დედაქალაქის ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები. ჰეზბოლა ირწმუნება, რომ რაკეტებით იერიში მიიტანეს გოლანის მაღლობზე ისრაელის ნაფას ბაზაზე და დრონებით დაარტყეს მერონისა რამათ დავიდის ავიაბაზებს ისრაელის ჩრდოლოეთით.
ისრაელს ჰეზბოლას განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.