ისრაელი ასახელებს სტრატეგიულ ობიექტებს, რომელიც ირანში გაანადგურეს

03.03.26 13:59
ისრაელი ასახელებს სტრატეგიულ ობიექტებს, რომელიც ირანში გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს და იმ სტრატეგიულ ობიექტებს ასახელებს, რომელიც ირანში გაანადგურეს

განცხადების თანახმად, საჰაერო ძალებმა ღამით დარტყმა მიაყენეს ირანის უსაფრთხოების რეჟიმის შენობებს, რომლებიც თეირანის ცენტრში, ირანის ტერორისტული რეჟიმის ხელმძღვანელობის კომპლექსში მდებარეობს.

კომპლექსზე განხორციელებული იერიშისას მრავალი საბრძოლო მასალა იქნა გამოყენებული პრეზიდენტის ოფისისა და უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შენობის წინააღმდეგ", - წერია განცხადებაში. 

გარდა ამისა, თავდასხმა განხორციელდა რეჟიმის უმაღლესი ფორუმის შეკრების ადგილზე, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაზე, ასევე ირანელი სამხედრო ოფიცრების მომზადების ინსტიტუტსა და სხვა ღირებულ ინფრასტრუქტურაზე.

ტერორისტული რეჟიმის ხელმძღვანელობის კომპლექსი ირანის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია და თეირანის ცენტრში მრავალ ქუჩას მოიცავს. ტერორისტული რეჟიმის ხელმძღვანელობა და უსაფრთხოების სტრუქტურები ხშირად იკრიბებოდნენ ამ კომპლექსში, საიდანაც, სხვა საკითხებთან ერთად, მართავდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შეფასების პროცესებს და ისრაელის სახელმწიფოს განადგურების გეგმის წინსვლას.

აღნიშნული კომპლექსი ემსახურებოდა ირანის ტერორისტული რეჟიმის ლიდერს, ალი ხამენეის, რომელიც ლიკვიდირებულია. მასში განთავსებული იყო ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენებოდა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმების სამართავად, ასევე რეჟიმის ტერორისტული მარიონეტების (proxies) მიმართულების მისაცემად და მათ დასაფინანსებლად. კომპლექსზე იერიში განხორციელდა სამხედრო დაზვერვის მიერ ჩატარებული დაზვერვისა და კვლევის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ.”

მსგავსი სიახლეები