„ეს ომის აქტად ჩაითვლება“ - ირანი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, არ შეუერთდნენ აშშ-ისა და ისრაელის შეტევას. „ეს ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება“ - განაცხადა ესმაეილ ბაღეიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ეს იქნება ომის აქტი. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ასეთი ქმედება აგრესორებთან თანამონაწილეობად ჩაითვლება. ეს ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება“, – განაცხადა ესმაეილ ბაღეიმ.
- შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ შეუძლიათ, მიიღონ „პროპორციული თავდაცვითი ზომები, რათა გაანადგურონ ირანის შესაძლებლობა, ისროლოს რაკეტები და გაუშვას დრონები მათი მიმართულებით“.
ესმაეილ ბაღეიმ პრესკონფერენციაზე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "რაც არ უნდა ითქვას მოლაპარაკებების პროცესზე, ეს მხოლოდ ტყუილია"
მტკიცება, რომ საბოლოო ეტაპზე რაღაც შემოგვთავაზეს და ჩვენ უარი ვთქვით, რეალობის დამახინჯებაა.
რას ამბობს მარკო რუბიო? ის ამბობს, რომ მათ გადაწყვიტეს ისრაელის სახელით ჩარევა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანი გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა.
რა გარდაუვალი საფრთხე? პენტაგონის თავად ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა შეერთებულ შტატებს. ჩვენ საფრთხეს წარმოვადგენდით?
გაგზავნა თუ არა ირანმა ჯარები ამერიკის სანაპიროებზე? ირანის ბრალია, რომ ის რეგიონში ასობით ამერიკული სამხედრო ბაზითაა გარშემორტყმული?
გავგზავნეთ თუ არა რაკეტები თეთრ სახლს?- გაანაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.