„ევრაქტივი“: ევროპარლამენტში შესაძლოა, ირანის ყოფილი შაჰის შვილი, რეზა ფეჰლევი მიიწვიონ
ევროპარლამენტში ირანის ყოფილი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის მიწვევას გეგმავენ - „ევრაქტივის“ ცნობით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მოამზადა ირანელი ოპოზიციონერი ფიგურების სია, რომელთა მიწვევაც იგეგმება უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრაზე. სტატიის თანახმად, სიაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, მოხვდა ირანის ბოლო შაჰის ემიგრაციაში მყოფ შვილი, რეზა ფეჰლევი.
„ევრაქტივის“ მიხედვით, არ არის გასაკვირი, რომ ფეჰლევი ამ სიის სათავეში იყოს.
პუბლიკაციის მიხედვით, სიის შედგენაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ოფისი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მუშაობდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის აქტიური ლობირების მიუხედავად, მიწვეულთა სიაში არ მოხვდა ირანის ეროვნული წინააღმდეგობის საბჭო (NCRI), რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მუჯაჰედინე ხალკი“ და თავდაპირველად ისლამურ-მარქსისტულ ორგანიზაციას წარმოადგენდა.