ყველას, ვისაც [ჰორმუზის] სრუტის გავლა სურს, განადგურდება - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი

03.03.26 17:27
ყველას, ვისაც [ჰორმუზის] სრუტის გავლა სურს, განადგურდება - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი

ირანი სპარსეთის ყურეში ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებს - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამიზნე ამჯერად ემირატებში მდებარე ფუჯაიარას ნავთობის ცენტრი გახდა. დილით ირანელებმა თავდასხმა შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონებით განახორციელეს.

ფუჯაირას ნავთობის ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ნავთობის შესანახი ცენტრია. სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ ამ პორტში გადის ჰორმუზის სრუტის გავლით. ირანმა ასევე ჩაკეტა ჰორმუზის სრუტეც.  

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი იმუქრება, რომ ნებისმიერ ტანკერს ცეცხლს გაუხსნიან, რომელიც სრუტის გადალახვას შეეცდება, 

[ჰორმუზის] სრუტე დაკეტილია. ყველას, ვისაც გავლა სურს, ცეცხლით განადგურდება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, საზღვაო ძალებისა და არმიის ჩვენი გმირული და თავდადებული ძალების მიერ. თუ ისინი ამ რეგიონში შესვლას შეეცდებიან, მათ აუცილებლად სერიოზული და გადამწყვეტი შეხვედრა ელით.
ჩვენ ასევე გავთიშავთ მათ მილსადენებს რეგიონში და არ დავუშვებთ ნავთობის ექსპორტს ამ რეგიონიდან, რაც მათ რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს. ამერიკელებს ათასობით მილიარდი დოლარის ვალი აქვთ; მათ  რეგიონის ნავთობი სწყურიათ. ჩვენ არ ვუშვებთ, რომ ნავთობის წვეთმაც კი  თქვენამდე მოაღწიოს", - ამბობს გენერალი ებრაჰიმ ჯაბარი.

მსგავსი სიახლეები