Al Arabiya: თეირანში, ირანის ექსპერტთა ასამბლეის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს, რომელიც უზენაესი ლიდერის არჩევისთვის პასუხისმგებელი სასულიერო ორგანოა

03.03.26 18:51
Al Arabiya: თეირანში, ირანის ექსპერტთა ასამბლეის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს, რომელიც უზენაესი ლიდერის არჩევისთვის პასუხისმგებელი სასულიერო ორგანოა

თეირანში, ირანის ექსპერტთა ასამბლეის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს, რომელიც უზენაესი ლიდერის არჩევისთვის პასუხისმგებელი სასულიერო ორგანოა, - ინფორმაციას Al Arabiya ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ცნობით, დარტყმის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა; შენობა წინასწარ იყო ევაკუირებული. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ირანის ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შედგება და მას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება.

ასამბლეის შენობა ქალაქ ყუმში მდებარეობს.