ტრამპი: ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი - უკვე გვიანია

03.03.26 19:14
ტრამპი: ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი - უკვე გვიანია

ირანს მოლაპარაკებები სურს - უკვე გვიანია , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა აღარ არის. მათ მოლაპარაკებები სურთ. მე ვუთხარი: “უკვე გვიანია“!“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები