ტრამპის თქმით, ამერიკა მზადაა ირანის მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წევრთან ითანამშრომლოს
ამერიკა ირანის მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წევრთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
ამის შესახებ მან დონალდ ტრამპმა Politico-ს კითხვის საპაუხოდ განაცხადა. კითხვაზე- გვიანია თუ არა იმის განხილვა, რომ ირანის რეჟიმის ახალ შემადგენლობასთან ითანამშრომლებს, აშშ-ის პრეზიდენტმა, შემდეგი პასუხი გასცა - „არა, გვიანი არ არის“.
„არ დაგავიწყდეთ, რომ ირანის რეჟიმის უმაღლესი რანგის 49 ლიდერი დაიღუპა. მაგრამ, ახალი პირები ჩნდებიან. ეს სამუშაო ბევრს სურს. ზოგიერთი მათგანი კარგიც იქნებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ირანს რაკეტების გამშვები დანადგარების რაოდენობა ეწურება, ხოლო აშშ-ის შეიარაღების დიდი მარაგი აქვს.
„გამშვები დანადგარები ეწურებათ, რადგან მათი განადგურება მოხდა. ჩვენ უსაზღვრო რაოდენობის საბრძოლო მასალა გვაქვს. ჩვენი თავდაცვის კომპანიები მათ სწრაფად აწარმოებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.