მერცი: თეირანის სასტიკი რეჟიმის მოშორების საკითხში ერთ აზრზე ვართ
ირანის საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხში ერთ აზრზე ვართ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრაზე განაცხადა.
მერცმა იმედი გამოთქვა, რომ „აშშ-ისა და ისრაელის არმიები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რათა ომი დასრულდეს“.
„თეირანის ამ სასტიკი რეჟიმის მოშორების საკითხში ჩვენ ერთ აზრზე ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება... ასევე, იმისთვის, რომ ადგილზე ნამდვილი ახალი მთავრობა შეიქმნას, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლების გზას დაუბრუნდება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.