აშშ-ის სამხედრო ძალებმა 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი გაანადგურეს - სარდლობის მეთაური
აშშ-ის სამხედრო ძალებმა 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი გაანადგურეს - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალების მეთაურმა ბრედ კუპერმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ძალებმა 2 000-მდე სამიზნეს დაარტყა, მნიშვნელოვნად დააზიანა ირანის საჰაერო თავდაცვა და ირანის ასობით ბალისტიკური რაკეტა, გამშვები და დრონი გაანადგურა.
მსოფლიოს ორი ყველაზე ძლიერი სამხედრო-საჰაერო ძალა — აშშ და ისრაელი — დომინირებს ტერორიზმის მსოფლიოში უმსხვილესი სახელმწიფო სპონსორის (ირანის) ცაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ფოკუსირებულები ვართ ვესროლოთ ყველაფერს, რასაც შეუძლია ჩვენკენ სროლა. ჩვენ ასევე ვძირავთ ირანის საზღვაო ფლოტს - მთელ საზღვაო ფლოტს. ჯერჯერობით, გავანადგურეთ 17 ირანული გემი, მათ შორის ყველაზე ოპერატიული ირანული წყალქვეშა ნავი, რომელსაც ახლა გვერდში ნახვრეტი აქვს. დღეს არც ერთი ირანული გემი არ მოძრაობს არაბეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში ან ომანის ყურეში. არ გავჩერდებით. ჩემი საერთო ოპერატიული შეფასებაა, რომ ჩვენ ჩვენსავე გეგმაზე წინ ვართ.ამ გზაზე ჩვენი სამხედრო ძალების თითოეული შტო უპრეცედენტო წარმატებას აღწევს.ჩვენმა საზღვაო ძალებმა განახორციელეს ფრთოსანი რაკეტების მრავალჯერადი ტალღა, რითაც აღგავეს ირანის სამეთაურო-საკონტროლო პუნქტები და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.ორი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის მეშვეობით ჩვენ ვავიწროებთ ირანს ზღვიდან და ისინი საკუთარ პორტებშივე მოვიმწყვდიეთ.
აშშ-ის საჰაერო ძალები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე კარგად იციან — ახორციელებენ დიდი მოცულობის საჰაერო დარტყმებს უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე", - განაცხადა ბრედ კუპერმა.