აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება - ისრაელ კაცი

04.03.26 11:01
აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება - ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის მიერ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება.

ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა არის მისი სახელი ან სად იმალება.

„ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დანიშნავს, ისრაელის განადგურების გეგმის წარმართვის, აშშ-ს, თავისუფალი სამყაროსა და რეგიონის ქვეყნების დაშინებისა და ირანელი ხალხის ჩაგვრის გეგმის გასაგრძელებლად, ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება. 

ვაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა გავანადგუროთ რეჟიმის შესაძლებლობები და შევქმნათ პირობები ირანელი ხალხისთვის მისი დამხობისა და ჩანაცვლებისთვის“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ირანის უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი, მოჯთაბა აირჩიეს - ამის შესახებ ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, მოჯთაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ზეწოლის ფონზე მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები