აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადაიდო - მედია

04.03.26 16:40
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადაიდო -  მედია

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადაიდო - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

3-დღიანი ცერემონიალი დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მედია ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს, რომ ცერემონიალი გადადებული იქნება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იქნება უზრუნველყოფილი.

დაკრძალვის ცერემონიალის თარ იღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.  

აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია  1-ელ მარტს დადასტურდა.