ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს
ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ირანული რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტა „დაფიქსირდა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეების გავლით და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმავალ მდგომარეობაში“.
„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელმაც შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის შემდგომ გავრცელებას შეუწყოს ხელი“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.