მოკლულია დანაყოფის ლიდერი, რომელმაც ტრამპის მკვლელობა სცადა - აშშ-ის ომის მდივანი

04.03.26 18:24
მოკლულია დანაყოფის ლიდერი, რომელმაც ტრამპის მკვლელობა სცადა - აშშ-ის ომის მდივანი

აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში ბრიფინგისას განაცხადა, რომ ირანი ტრამპის მოკვლას შეეცადა.

მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა მიაკვლია და მოკლა დანაყოფის ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა.

ირანმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა. ბოლოს კი პრეზიდენტმა ტრამპმა გაიცინა. [...] როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ საჭირო დროს დავუთმობთ იმას, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება" - თქვა აშშ-ის ომის მინისტრმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

2 დღის წინ ტრამპმა თქვა: “მე ხამენეი მოვკალი, სანამ ის მე მომკლავდა. მათ ორჯერ სცადეს ჩემი მოკვლა. ჰოდა ჯერ მე დავასწარი".

მსგავსი სიახლეები