თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

04.03.26 20:39
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თურქეთის დიპლომატიური უწყების ცნობით, ელჩის დაბარება ირანიდან გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტას უკავშირდება. 

ცნობისთვის მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული​ NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები