უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
Euroscope-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ენერგომომარაგების უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. პუტინმა კი განაცხადა, რომ აპირებს მთავრობას დაავალოს იმუშაონ ევროპის ბაზრისთვის მომარაგების ახლავე შეჩერების შესაძლებლობაზე.
ისინი მაინც ერთი თვის შემდეგ აპირებენ რუსული გაზის შეძენაზე შეზღუდვების დაწესებას, მათ შორის თხევად გაზზე. ერთი წლის შემდეგ კი შემდგომი შეზღუდვები იქნება სრულ აკრძალვამდე. ახლა სხვა ბაზრები იხსნება და იქნებ მომგებიანი იყოს ახლავე შევწყვიტოთ ევროპის ბაზრისთვის მიწოდება?!"- განაცხადა პუტინმა. [შიფრი: Euroscope]