ირანმა ისრაელს ღამით ბალისტიკური რაკეტებით სამჯერ შეუტია
ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება დააფიქსირეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სირენები ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში გააქტიურდა.
აღსანიშნავია, რომ ღამით ირანიდან ისრაელის მიმართულებით სამი სარაკეტო იერიში განხორციელდა. თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.