აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

05.03.26 10:41
აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ემუქრება. აშშ-მა ზღვაში, ირანის სანაპიროებიდან 2 000 მილის დაშორებით, სიმხეცე ჩაიდინა, - წერს  X-ზე აბას არაღჩი. 

„ინდოეთის საზღვაო ძალების სტუმარს, ფრეგატ „დენას“, რომელსაც 30-მდე მეზღვაური გადაჰყავდა, საერთაშორისო წყლებში გაფრთხილების გარეშე დაარტყეს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, აშშ-ის წყალქვეშა ნავიდან ირანულ გემზე შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან დარტყმა განხორციელდა. 

ინდოეთის ოკეანეში ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ შრი ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე შრი ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანული ფრეგატიდან, „ირის დენიდან“ განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ 32 ადამიანი გადაარჩინეს.

მსგავსი სიახლეები