ისრაელმა ირანში ძალოვანი უწყებების შტაბ ბინები დაბომბა

05.03.26 10:56
ისრაელმა ირანში ძალოვანი უწყებების შტაბ ბინები დაბომბა

ისრაელმა ირანში, ძალოვანი უწყებების შტაბ ბინები დაბომბა - ჯამში ერთ ღამეში იერიში ერთდროულად შვიდ შენობაზე მიიტანეს. განადგურებულია, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა და დაზვერვის სამმართველოს შტაბიც.

ამერიკული "ეპიკური რისხვა" და ებრაული "ლომის ღრიალი", უკვე ასს საათზე მეტია გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებები არ შეწყვეტილა თეირანში. დაიბომბა სამხედრო ობიექტები და სამეთაურო პუნქტებიც. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ამერიკა ისრაელის ზუსტი დარტყმები არ შეწყდება, მაშინ ირანს ბალისტიკური რაკეტების მარაგი რამდენიმე დღეში ამოეწურება.

მსგავსი სიახლეები