ოფიციალური ბაქო: აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები ირანის დრონებით განხორციელებულ თავდასხმებზე

05.03.26 13:10
ოფიციალური ბაქო: აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები ირანის დრონებით განხორციელებულ თავდასხმებზე

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს.

მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რის შედეგადაც აეროპორტის შენობა დაზიანდა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას.

მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უმოკლეს ვადაში განმარტოს საკითხი, მოგვაწოდოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები