აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა - The Times of Israel

05.03.26 19:45
აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა - The Times of Israel

აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის სამხრეთში საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში დახურული დარჩება.

შეგახსენებთ, დღეს ნახიჩევანზე დრონებით იერიში განხორციელდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება.