ბაჰრეინსა და აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის
აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის, - Reuters-ის ცნობით, აფეთქება ზაიედის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, „საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებენ“.
საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ბაჰრეინშიც - გავრცელებული ცნობებით, ირანმა ბაჰრეინში ბალისტიკური რაკეტით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.
კადრებში ჩანს, რომ დარტყმის შედეგად ადგილზე ხანძარი მნიშვნელოვან მასშტაბზეა გავრცელებული.