ცენტრალური პარკის ნაცვლად კორპუსები? - სად არის “ქართუს“ დაპირებული იპოდრომის რეკრეაციული ზონა

05.03.26 21:19
ცენტრალური პარკის ნაცვლად კორპუსები? - სად არის “ქართუს“ დაპირებული იპოდრომის რეკრეაციული ზონა

სად არის “ქართუს“ დაპირებული თბილისის ცენტრალური პარკი? - იქ, სადაც პარკი უნდა ყოფილიყო ამჟამად რამდენიმე ადამიანი მცირე სამუშაოებს ატარებს. ასევე, ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ იქ  მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენება უნდათ და ამისთვის უკვე წყლის მილებიც უკვე გაიყვანეს.

პარკს ხალხს წლებია ჰპირდებიან, მაგრამ თბილისის მერმა რომლის მთავარი საარჩევნო დაპირებაც, აქ რეკრეაციული ზონის მოწყობა იყო, არც კი იცის როდის დასრულდება სამუშაოები და პასუხისმგებლობას ფონდ “ქართუს“ აკისრებს.

ფონდ “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ამტკიცებს, რომ  იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი წლის ბოლოს ვიზიტორებისთვის ნაწილობრივ გაიხსნება.

მისი თქმით, საუბარია პარკის აღმოსავლეთ ნაწილზე, რომელიც ტერიტორიის ნახევარს მოიცავს.

რა ხდება იპოდრომის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს თუ არა პარკის მოწყობის სამუშაოები - დეტალები ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები