მივიღეთ აშშ-ის თხოვნა, ახლო აღმოსავლეთში “შაჰიდებისგან“ დაცვის საკითხში - ზელენსკი

05.03.26 22:50
მივიღეთ აშშ-ის თხოვნა, ახლო აღმოსავლეთში “შაჰიდებისგან“ დაცვის საკითხში - ზელენსკი

ახლო აღმოსავლეთში „შაჰიდების“ წინააღმდეგ დასახმარებლად აშშ-სგან თხოვნა მივიღეთ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინელი სპეციალისტების ჩართვის ბრძანება უკვე გასცა.

მივიღეთ აშშ-ის თხოვნა კონკრეტული მხარდაჭერის შესახებ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შაჰიდებისგან დასაცავად. გავეცი დავალება, რომ მივაწოდოთ საჭირო საშუალებები და უზრუნველვყოთ უკრაინელი სპეციალისტების ადგილზე ყოფნა, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო უსაფრთხოების გარანტირება. უკრაინა ეხმარება პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვაში გვეხმარებიან", -  წერს ზელენსკი X-ზე.

მსგავსი სიახლეები