ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს, ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების დასადებად- ტრამპი

05.03.26 23:36
ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს, ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების დასადებად- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკიმ „შეთანხმება უნდა დადოს“, პუტინი კი შეთანხმების დასადებად მზადაა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, სამშვიდობო პროცესში დაბრკოლებას ვოლოდიმირ ზელენსკი წარმოადგენს.

„ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს. ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების დადებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ლიდერი ახლა სუსტ პოზიციაში იმყოფება და კომპრომისზე უნდა წავიდეს.

 

მსგავსი სიახლეები