ხალხს მოსწონს ის, რაც ირანში ხდება... კუბაც დაეცემა - ტრამპი
ხალხს მოსწონს ის, რაც ირანში ხდება... კუბაც დაეცემა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან საუბარში განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, “ხალხს ძალიან მოსწონს ის, რაც ხდება“ და ირანის მთავრობა უკანასკნელი არ იქნება, რომელიც დაეცემა.
ჩვენ გადავკეტეთ მთელი ნავთობი, მთელი ფული, ანუ გადავკეტეთ ყველაფერი, რაც იქ ვენესუელიდან მიდიოდა, რაც ერთადერთი წყარო იყო. და მათ უნდათ გარიგების დადება“, - ამბობს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, “მისი ადმინისტრაცია კუბასთან კონტაქტშია და მოლაპარაკებებს აწარმოებს.“