ირანი იმედოვნებს, რომ ჩვენ ამ ტემპის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა - ამერიკის ომის მინისტრი
ირანი იმედოვნებს, რომ ჩვენ ამ ტემპის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა - ამის შესახებ ამერიკის ომის მინისტრმა, პიტერ ჰეგსეტიმ განაცხადა.
მისი თქმით, შტატებს საბრძოლო მარაგები სავსე აქვს და ოპერაციას ირანში გააგრძელებნ მანამ, სანამდე ამას საჭიროდ ჩათვლიან.
ტემპს ჩვენ ვადგენთ. განრიგს ჩვენ ვსაზღვრავთ, ადგილზე მყოფი მეთაურის ხელმძღვანელობით. ჩვენი საბრძოლო მასალის მარაგები სავსეა, ხოლო ჩვენი ნება - ურყევი. ჩვენ არ გვაქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი. ჩვენი თავდაცვითი და შემტევი იარაღის მარაგები საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ეს კამპანია მანამ, სანამ დაგვჭირდება. ჩვენ ბრძოლა და გადამწყვეტი მოქმედებები მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ირანი იმედოვნებს, რომ ჩვენ ამ ტემპის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. მოსაზრება იმის შესახებ, რომ [ომი] ფართოვდება... სინამდვილეში, მრავალი თვალსაზრისით, პირიქით - ყველაფერი უფრო ნათელი და მარტივი ხდება", - განაცხდა ჰეგსეტიმ.