"წინ დამატებითი სიურპრიზები გველის" - ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის
ჩვენ ირანთან ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაში გადავდივართ - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ეიალ ზამირმა განაცხადა.
ამ ფაზაში ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს. წინ დამატებითი სიურპრიზები გველის, რომელთა გამჟღავნებასაც არ ვაპირებ", - განაცხადა ზამირმა.
მისი თქმით, ომი „ისტორიული კამპანია“ იყო, რომელიც „მოულოდნელი დარტყმის ფაზით“ დაიწყო, რა დროსაც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების 60% განადგურდა.
ომი ისტორიული კამპანია იყო, რომელიც მოულოდნელი დარტყმის ფაზით დაიწყო, რა დროსაც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების 60% განადგურდა.
მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენ დავამყარეთ საჰაერო უპირატესობა და გავანადგურეთ სარაკეტო კომპლექსები, ახლა ოპერაციის მომდევნო ფაზაზე გადავდივართ. ამ ფაზაში ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის, რომელთა გამხელას არ ვაპირებ.
ზამირმა ასევე განაცხადა, რომ მან უბრძანა IDF-ს ლიბანში უფრო ღრმად შეჭრა.
მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს წინსვლა და საზღვრის გასწვრივ კონტროლის ხაზის გაღრმავება, სამხრეთ ლიბანის საკვანძო წერტილებში პოზიციების განლაგების პარალელურად".- განაცხადა ზამირმა.