მარკვეინ მალინი, რომელიც “მეგობარი აქტის“ მიღებას აფერხებდა, სენატს ტოვებს

06.03.26 11:05
მარკვეინ მალინი, რომელიც  “მეგობარი აქტის“ მიღებას აფერხებდა, სენატს ტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი და მის ადგილას ოკლაჰომის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი დაასახელა.

ტრამპის განცხადებით, მალინი თანამდებობას 31 მარტს დაიკავებს.

გაცნობებთ, რომ დიდად პატივცემული სენატორი ოკლაჰომას შტატიდან, მარკუეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

კრისტი ნოემი დასავლეთ ნახევარსფეროში უსაფრთხოების ჩვენი ახალი ინიციატივის, ამერიკის ფარის სპეციალური წარმომადგენელი გახდება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ნოემი, რომელიც მკაცრ იმიგრაციულ პოლიტიკას ატარებდა, თანამდებობას იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მინეაპოლისში აშშ-ის ორი მოქალაქის, რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობის სკანდალის ფონზე ტოვებს.

 

სენატორი მარკვეინ მალინი  „მეგობარი აქტის“ მიღებას აფერხებდა. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მიერ 2025 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი იყო იმ ორი სენატორიდან, რომლებმაც ხელი შეუშალეს MEGOBARI ACT-ის ჩართვას აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA).

მსგავსი სიახლეები