ტრამპი ირანთან კონფლიქტის დასრულებისთვის კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს

06.03.26 13:31
ტრამპი ირანთან კონფლიქტის დასრულებისთვის კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულებისთვის არანაირ კონკრეტულ ვადებს არ ადგენს. ამის შესახებ მან ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე არაფერზე ვადგენ დროის შეზღუდვას. მინდა, რომ ეს უბრალოდ დასრულდეს“, — განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას.

მანამდე ამერიკის პრეზიდენტი ვარაუდობდა, რომ კონფლიქტი შესაძლოა დაახლოებით ოთხიდან ხუთ კვირამდე გაგრძელებულიყო, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ვადები შეიძლება შეიცვალოს აშშ-ში არსებული პოლიტიკური ვითარების ან იმის მიხედვით, ჩათვლის თუ არა თეთრი სახლი საკუთარ მიზნებს მიღწეულად.

ინტერვიუში ტრამპმა ასევე დაასახელა ირანის წინააღმდეგ კამპანიის მთავარი მიზნები. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა არ დაუშვან თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა.

„მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ეს არის ნომერი ერთი, ორი და სამი. ნომერი ოთხი-— ბალისტიკური რაკეტები არ უნდა ჰქონდეთ“, — თქვა პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, კიდევ ერთი მიზანია ირანში „რაციონალური და გონიერი“ ხელმძღვანელობის ჩამოყალიბება.

მსგავსი სიახლეები