ილჰამ ალიევმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის სრულად გაყვანა გადაწყვიტა

06.03.26 14:08
ილჰამ ალიევმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის სრულად გაყვანა გადაწყვიტა

აზერბაიჯანი თეირანში  საელჩოს და თავრიზში გენერალურ საკონსულოს ევაკუაციას ახორციელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის სრულად გაყვანა გადაწყვიტა.

„გუშინდელი დრონით თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასცა ყველა შესაბამისი ინსტრუქცია და გადადგა დიპლომატიური ნაბიჯები. ამავდროულად, აზერბაიჯანის უსაფრთხოების ზომები ყოველთვის უმაღლეს დონეზეა შენარჩუნებული. როდესაც სამხედრო ოპერაციები ახლო მანძილზე მიმდინარეობს და რისკები იზრდება, შესაბამისად იზრდება შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქციებიც გაიცა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ირანულმა მხარემ დრონებით მომხდარი თავდასხმის გამოძიების პირობა დადო და აზერბაიჯანი გამოძიების შედეგებს დაელოდება. 

მსგავსი სიახლეები