ამერიკულმა ავიაციამ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით ირანელების მიწისქვეშა სარაკეტო ბაზა დაბომბა

06.03.26 17:29
ამერიკულმა ავიაციამ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით ირანელების მიწისქვეშა სარაკეტო ბაზა დაბომბა

ამერიკულმა ავიაციამ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით ირანელების მიწისქვეშა სარაკეტო ბაზა დაბომბა. პარალელურად კი Wall Street Journal-მა შემდეგი შინაარსის სტატია გამოქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ირანი ათწლეულების განმავლობაში აშენებდა მიწისქვეშა ბუნკერებს, რათა თავისი უზარმაზარი სარაკეტო არსენალი განადგურებისგან დაეცვა.

მის ორ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან ომის დაწყებიდან 1 კვირაზე ნაკლებ დროში, ეს სტრატეგია უკვე შეცდომას ჰგავს.

ამერიკის და ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავები და დამრტყმელი დრონები ათობით ირანულ მიწისქვეშა  ბაზას თავს დასტრიალებენ და სარაკეტო გამშვებ დანადგარებს მაშინვე ანადგურებენ, როდესაც ისინი ცეცხლის გასახსნელად ზედაპირზე გამოდიან. მძიმე ბომბდამშენების ტალღებმა ობიექტებს ასობით ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი დაარტყეს, რამაც, როგორც ჩანს, ზოგიერთ ადგილას ირანული ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსები და საბრძოლო მასალა  მიწის ქვეშ ჩამარხა. 

ბოლო დღეებში გადაღებული თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს ირანული რაკეტებისა და გამშვები დანადგარების ნამწვავებს, რომლებიც ამერიკის და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ე.წ. სარაკეტო ქალაქების შესასვლელებთან განადგურდა"- წერია სტატიაში. 

ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოა, რომ თეირანის ათასობით საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების დარჩენილი მარაგი კვლავ მიწისქვეშა ბაზებშია, რომელთა ადგილმდებარეობაც როგორც ამერიკის, ისე ისრაელის სამხედროებისთვის მეტწილად ცნობილია.
 

მსგავსი სიახლეები